თბილისში მომხდარი ხანძრისას 7 სახლი დაიწვა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე შიო არაგვისპირელის შესახვევში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი აქ მდებარე ბარაკის ტიპის სახლებს წაეკიდა. სულ დამწვარია 7 საცხოვრებელი სახლი.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. ცეცხლს 10-მდე სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ისინი მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები