დავით ნარმანია: სტიქიის ზონაში მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცემა
13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა სტიქიის შედეგად დაზარებულებთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს და დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს.
ასევე საუბარი შეეხო სოციალურლად დაუცველების კომპენსაციას და სტიქიის ზონებს, საიდანაც მოსახლეობის გასახლება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, უახლოეს მომავალში სტიქიის ზონაში მდებარე ტერიტორიებზე მშენებლობის ნებართვები არ გაიცემა და ამ ადგილებს სხვა ფუნქცია და დატვირთვა ექნება.
„დღეის მდგომარეობით საშიშ ზონაში არავინ არ ცხოვრობს.სუყველა მათგანი განსახლების გეგმაშია ჩასმული და მიმდინარეობს ეს პროცესი ანუ მათი ალტერნატიული საცხოვრებლებით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული პროცესი. ასე, რომ მომავალში ასეთი ფორმის წყალდიდობის ან წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების დატბორვის რისკი აღარ არსებობს. მთავარია ის რომ მომავალში ამ ტერიტორიებზე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვები სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ტერიტორიებს გამოვაცხადებთ ისეთ ზონებად სადაც სახლების მშნებელობები იქნება დაუშვებელი მათ სხვა ფუნქცია და სხვა დატვირთვა მიეცემათ“,- განაცხადა ნარმანიამ.
დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილებოდა დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემის საკითხი, რომლის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტროს და დედაქალაქის მერია ერთობლივად მუშაობენ.