კახეთში პოლიციელი დაჭრეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს ელიზბარ პატარკაციშვილს თავში ცეცხლსასაროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარს “კვირას” შსს-ში უდასტურებენ.
როგორც შსს-ს პრესსამსახური აცხადებს, პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ზემო ალვანში კონკრეტული გამოძახების შედეგად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდამ იარაღი ესროლა. ადგილობრივებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის გამოძახება გახდა საჭირო.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უწყება, სავარაუდოდ, განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები