თბილისის ბიუჯეტი 47 მილიონი ლარით იზრდება

თბილისის ბიუჯეტი დაახლოებით 47 მილიონი ლარით იზრდება და მილიარდი ხდება.
აღსანიშნავია, რომ 47 მილიონი ლარიდან 39 მილიონი 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლადაა განკუთვნილი.
4 მილიონი ლარი კი ახალგაზრდული ოლიმპიადისთვისაა გამოყოფილი, რომელიც უკვე დაიხარჯა და დღეს ბიუჯეტში აისახება.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე აცხადებს, ზემოაღნიშნულის გარდა, თანხა, ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
“39 მილიონი ლარი სტიქიის შედეგად სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად არის განკუთვნილი. თანხები გამოყოფილია როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებლად. ასევე, სხვა პროექტებიც დაფინანსდება”, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ცვლილებას თბილისის საკრებულოში ამ წუთებში განიხილავენ, რასაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს. უმცირესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტი დედაქალაქის მოსახლეობის ინტერესებს არ ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები