რაჭა-ლეჩხუმის ტყეში გარდაცვლილ ტურისტს სამშობლოში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ

რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე გარდაცვლილ ტურისტს თბილისიდან ისრაელში, სავარაუდოდ, დღეს, გადაასვენებენ. გარდაცვლილი ისრაელის მოქალაქე იყო.
ამის შესახებ „კვირას“ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა პარმენ მარგველაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, უცხოელი ტურისტი მეგობართან ერთად რაჭა-ლეჩხუმიდან ლენტეხის მიმართულებით უშგულში მიდიოდა, რა დროსაც რაჭის ტერიტორიაზე ჩანჩქერზე ფეხი დაუცდა და გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა კი, ტყიდან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა დაკარგულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
ტურისტს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები