მდინარე ხობისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამეგრელოში, მდინარე ხობისწყალში 50 წლის ვახტანგ ალექსანდრიას ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს მდინარეზე მცირეწლოვანი ბავშვი გადაჰყავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და წყალში ჩავარდა. მას თანასოფლელები და მაშველები ეძებდნენ. დღესვე ცხედარს ხობის რაიონში გადაასვენებენ.
„როგორც ლაპარაკობენ, მას ბავშვი გადაურჩენია, ბავშვი ეკავა თურმე და გული გაუსკდა. დილას გამოვიძახეთ მაშველი. გუშინაც მუშაობდნენ. დღეს 15 წუთში იპოვეს მსხვერპლი“, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები