ქობულეთში ახალგაზრდა დაიხრჩო

ქობულეთში 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „კვირას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მისი თქმით, მაშველთან ქალბატონი მივიდა და უთხრა,რომ ახალგზარდა მამაკაცმა ზღვაში შეცურა და გაუჩინარდა. მათ მყისიერი რეაგირება მოახდინეს, თუმცა ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები