გიორგი მღებრიშვილი: კახამ დეტალურად იცის სასჯელაღსრულების სამინისტრო

კახა ჩვენი თანამებრძოლია და მან დეტალურად იცის ყველაფერი, რაც სამინისტროში გაკეთდა ან უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ ყოფილმა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს, კახა კახიშვილს უწყება დღეს გადააბარა და მასთან ერთად გამართულ საერთო ბრიფინგზე წარმატებები და უწყების ღირსეულად მმართველობა უსურვა.
„ბატონი კახა უცხო არავისთვის არ არის. ეს პერიოდი ჩემს გვერდით იდგა და ჩვენი თანამებრძოლია. ღრმად, დეტალურად იცის ყველაფერი, თუ რა გაკეთდა ამ სამინისტროში და კიდევ რა უნდა გაკეთდეს. მე მინდა წარმატება გისურვოთ. ბატონო კახა, მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა და მე ვისურვებდი, რომ ამ სამინისტროში რომ მოვედი, ბატონმა პრემიერმა სოზარი გააცილა და საკმაოდ თბილი სიტყვები უთხრა – ჩემი მიზანი იყო ის, რომ როცა აქედან წავიდოდი, ნაკლები ჩემთვისაც არ ეთქვა. მე მგონი, ამ მიზანს მივაღწიე. ასევე მინდა გისურვო, ჩემო კახი, რომ შენ რომ აქედან ვალმოხდილი წახვალ, ასევე ღირსეულად, ის თბილი და საქები სიტყვები შენი მისამართითაც გაგვეგოს. არ გაკლია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კიდევ და კიდევ მინდა, რომ წარმატებები გისურვო“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები