თემქაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თემქაზე მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანი შეეწირა, ოთხი კი დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ოთხივე დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით მე-5 კლინიკურ საავადმყოფოსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მმხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები