რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ისრაელის დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ისრაელის დაკარგული მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ „კვირას“ რაჭა-ლეჩხუმის რწმუნებულმა პარმენ მარგველაძემ განუცხადა.
როგორც რეგიონის რწმუნებულის ინფორმაციით, გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია და გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. მისივე თქმით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„შუა ხნის მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. მისი გვამი ჩანჩქერმა ჩამოიტანა. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიზეზებს არკვევენ. ცხედარი ინდენტიფიცირებულია“, – განაცხადა პარმენ მარგველაძემ.
შეგახსენებთ, რომ დაკარგულ ტურისტს მაშველები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც ტყიდან გამოსვლა თავად მოახერხა. სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფთან ერთად, ჩართულები იყვნენ ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები და ალპინისტები. ტურისტები რეგიონში 28 ივლისს ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები