ხულო-ადიგენის გზის პროექტი 2016 წელს განხორციელდება

ხულო-ადიგენის გზის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული გზა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, გზის პროექტი დასრულებულია და პროექტის განხორციელების შემდეგ ეს გზა რამდენიმე რაიონს მოემსახურება. “2016 წელს ვიწყებთ გზის პროექტს. პროექტი არის დასრულებული და გაისად ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე რაიონს მოემსახურება ეს გზა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაღალმთიანი აჭარის კურორტ ბეშუმში მოსახლეობა გზის პრობლემას უჩივის. შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილმა მოსახლეობამ პრემიერ მინისტრის გზის რეაბილიტაცია სთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები