მიხეილ სააკაშვილი: ქართველი ექიმების ხელფასი 15 000 დოლარამდეა, ჩვენ ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ ვაკეთებდით (ვიდეო)

იცით, რამდენს იღებს ქართველი ექიმი? 5 000 დოლარიდან 15 000-მდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით და ვაკეთებდით ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
“ჩვენ გვსურს მშენებლობა, ჩვენ გვსურს განვითარება, რუსეთს იმდენი ნავთობი აქვს… მე კი ავაშენე ქვეყანა ნავთობისა და გაზის გარეშე, ისეთი ცათამბრჯენები, რომლებიც მათ არც დაესიზმრებოდათ. მშვიდობის პირობებში ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ. მე ავაშენე 6000 კილომეტრი გზა ჩემი სიცოცხლის მანძილზე, მე ავაშენე 4 ახალი ქალაქი. მე შევქმენი ჯანდაცვის ახალი სისტემა, აქ კითხულობდნენ, იცით, რამდენს იღებს ქართველი ექიმი? 5 000 დოლარიდან 15 000-მდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით და ვაკეთებდით ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ. მათ კი ეს აღიზიანებთ!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები