პრემიერი: სააკაშვილმა ჭამა 3 კილო კაიმაღი, გახდა ცუდად და ვერტმფრენის დასმა შუახევში გახდა აუცილებელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კაიმაღთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ შუამთობის დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილმა 3 კილო კაიმაღი ჭამა, გახდა ცუდად და ვერტმფრენის დასმა შუახევში გახდა აუცილებელი.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმა შუამთობის დღესასწაულზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა “პუმა”. ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში შუამთობის დღესასწაულს დაესწრო. პრემიერი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები