55 000 ლარი ვოლიერისთვის, 2 000 000 ლარი კი ზოოპარკის ტერიტორიის შესაღობად გამოიყოფა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ზოოპარკის ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები ზოოპარკის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილა. შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ესწრებოდნენ. დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, გაკეთდება ჰიპოპოტამის, დათვებისა და მგლების ვოლიერები, შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია და მოხდება გაზიფიცირება. “განვიხილეთ ზოოპარკის შემოღობვასა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, ვისაუბრეთ ვოლიერების გაკეთებაზეც. ეს ყველაფერი საჭიროა ზოოპარკის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მიღება”,-განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, ბიუჯეტში უკვე დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 55 000 ლარი ვოლიერისთვის, 2 000 000 ლარი კი ზოოპარკის ტერიტორიის შესაღობად გამოიყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები