ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებლებს შუამთობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზემო აჭარლები განსაკუთრებულად კეთილშობილი და გამორჩეული ადამიანები არიან.
“ერთიანობისა და სიყვარულის გარეშე ჩვენი წარმატება მიუღწეველია, ამიტომ ამ დღეს მინდა ყველას მოგეფეროთ. მე მინდა აღვნიშნო აჭარლებისა და ზემომთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ თქვენ ხართ გამორჩეული ადამიანები, გამორჩეული ქართველები, თქვენი გულით, თქვენი სიყვარულით, თქვენი სიკეთით. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია, ამას გულწრფელად გეუბნებით, რომ უკვე მეორე წელია თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღესასწაულს, შუამთობას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი შუამთობის დღესასწაულზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე სპირიდონთან და დასავლეთ საქართველოს მუფტთან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად მივიდა. აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში მყოფი სტუმრები ტრადიციული დღესასწაულის, შუამთობის საზეიმო კონცერტს ესწრებიან. კულტურულ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ტრადიციული ქართული ცეკვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები