ავარიის დროს დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა მძიმეა

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ოთხი ადამიანი იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ხარაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დღეს გაწერენ. რაც შეეხება პოლიციელებს, ხარაშვილის თქმით, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
“როგორც იცით, მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დღეს გაწერენ. რაც შეეხება პოლიციელებს, როგორც ვიცი, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხარაშვილმა.
გუშინ გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები