დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 108 ობიექტზე მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჟამად 108 ობიექტზე მიმდინარეობს.
108 ობიექტიდან 8 მისამართზე წყალსაწრეტი მილების, 9 მისამართზე შიდა წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის, 1 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენის, 35 მისამართზე სადარბაზოს შიდა რემონტის, 6 მისამართზე სადარბაზოს მეტალის კარის, 7 მისამართზე ქანობიანი სახურავის, 1 მისამართზე მიმდებარე ტერიტორიის გამიჯვნის, 15 მისამართზე ლიფტის მონტაჟის, 5 მისამართზე სახლების კაპიტალური გამაგრებისა და 16 მისამართზე ბრტყელი სახურავის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, 5 მისამართზე კი საპროექტო დოკუმენტაცია მომზადდა.
ამ დროისთვის 11 ობიექტზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაზეც დიდუბის რაიონის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტიდან 79 500 ლარი დაიხარჯა.
108 ობიექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 1 333 917 ლარით აფინანსებს.