“გიორგი მღებრიშვილი კარგად გაართმევს თავს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა.
ტყემალაძის შეფასებით, გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებლის მინისტრობის დროს საკმაოდ საინტერესო რეფორმები წამოიწყო. მისივე თქმით, მღებრიშვილი შს სამინისტროს კარგად გაუძღვება.
„მღებრიშვილი გახლავთ პროფესიონალი, გამოცდილების მქონე. ძალიან დიდი ხანია მუშაობს საგამოძიებო ორგანოებში. ერთი წელია რაც მინისტრის პოსტს იკავებს. მუშაობის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები წამოიწყო და გრძელდებოდა და აკეთებს მას. რაიმე სასაყვედურო არ ყოფილა არც საზოგადოების მხრიდან და არც ხელმძღვანელობის მხრიდან. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგად გაართმევს იგი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავს. ასევე მინდა მივულოცო კახა კახიშვილს, ნამდვილად დადებითი პიროვნებაა, სერიოზული იურისტია“, – განაცხადა ტყემალაძემ.