გიგლა აგულაშვილმა მოლაშქრეთა ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სამინისტროში უმასპინძლა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სამინისტროსა და ფედერაციას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ბრაკონიერობასთან ბრძოლაში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, მოლაშქრეთა ფედერაცია, სამინისტროს საკუთარ ხედვას გაუზიარებს, ბრაკონიერებთან ბრძოლის მიმართულებით.
ჩატარდება ერთობლივი გარემოსდაცვითი აქტივობები, ქევეყანაში ეკო-ტურიზმის განვითარებისთვის.