სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეიდან მუშაობას იწყებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეიდან მუშაობას იწყებს და მას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს.
რეფორმის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო ე.წ. სუს-ი, ანტიკორუფციული სააგენტო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი გაერთიანდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში კრიმინალური პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია და მომსახურების სააგენტო რჩება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავრობასთან ერთად ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტთან. პარლამენტს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში სამსახურის უფროსმა წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს.
უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წელს შს სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ახალი სამსახურისთვის 5 თვეში 36 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები