შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს საზოგადოებას დღეს წარუდგენს.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერი ახალი მინისტრის ვინაობას დღის 2 საათზე დაასახელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უწყებას უსაფრთხოების სამსახური გამოეყო და ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეუდგება მუშაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები