უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების წინაშე შვიდმა ახალმა მოსამართლემ დადო.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, ახლად გამწესებული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან. ისინი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის საფუძველზე შეარჩია. მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა. ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მნიშვნელობას მოსამართლეების მომზადების პროცესში და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, როცა მოსამართლეებად იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელები ინიშნებიან. ახლად დანიშნულ მოსამართლეებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის PROLoG-ის პროექტის ექსპერტმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა მოსამართლე თიმ ბალანდმა. შვიდივე მოსამართლე უფლებამოსილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები