31 ივლისი

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგი თოფაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა პრობლემებს შექმნის და რატომ ეწინააღმდეგება უცხო ქვეყნის ლუდსახარში კომპანიის შემოსვლას საქართველოსი; ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა; სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

11:00 არასამთავრობო ორგანიზაციის- „პოზიცია“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორ იბირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოზარდებს პოლიტიკაში და რა საერთო აქვს ცეზარ ჩოჩელს ენმ-ს ბანაკებთან?! მისამართი: უშანგი ჩხეიძის  23
საკონტაქტო პირი ეკა გულუა  599726565

10:00 კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურის სტრატეგიაზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

10:00 სასტუმრო „რედისონში“, შეხვედრების ოთახი 5 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს ყველა რეგიონის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტი.

11:00 “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ლაშა ციბაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში, 1 აგვისტოდან, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44

11:00 “ფრონტლაინ კლუბში” ჩაშლილი სახელმწიფო კონკურსის შესახებ IDFI პრესკონფერენციას გამართავს მისამართი: ასათიანის ქ. №62 საკონტაქტო პირი: უჩა სეთური – 577 773733

11:30 “პირველ პრესკლუბში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: დავით კობახიძე 593737377

12:00 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “კონკურენციის საგენტოს დასკვნა ბაზარზე არსებული მდგომარეობის ადეკვატურია”, “რატომ გაათავისუფლა კომპანია სოკარმა 400 – ზე მეტი თანამშრომელი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

14:00 სახელმწიფო კანცელარიასთან “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აქციას გამართავს და პრემიერ მინისტრს წერილობით მიმართავს. საკონტაქტო პირი: ნიკა მემანიშვილი 598 55 54 45; ალექსანდრე კობაიძე 598 54 94 84

14:00 “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ხვალ რაგბის ეროვნული ნაკრების ფან შოპი გაიხსნება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი №2

14:00 ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრებიან.

15:00 თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით აქცია გაიმართება.

17:00 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 107 აუდიტორიაში, საქართველოს სახალხო დამცველი მორიგ საჯარო დებატებს გამართავს, თემაზე: არის თუ არა სახელმწიფო მზად ეკომიგრანტების პრობლემების მოსაგვარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები