სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი დაიწყო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი მიმდინარეობს.
რიგით მე-7 კურსი 27 ივლისს დაიწყო და 17 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო პროგრამაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის 32 სერჟანტი მონაწილეობს. მსმენელებს შორის 5 ქალი სამხედრო მოსამსახურეა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სრული სპექტრისა და უსაფრთხოების ოპერაციებს, ტაქტიკის საფუძვლებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ლოგისტიკას და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას შეისწავლიან. სერჟანტები სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაეცნობიან და ლიდერობის უნარ-ჩვევებს აითვისებენ.
დღეს ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში კაპელანმა მამა გიორგიმ კურსში მონაწილე სერჟანტები დალოცა და წარმატებები უსურვა. ღვთისმსახურებას მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ცენტრის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები