„უახლოეს ხანში ტენდერში გამარჯვებული ესპანური კომპანია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობას დაიწყებს“

„მეტროსადგურ „უნივერსიტეტისთვის“ გამოცხადებულ ტენდერში ესპანურმა კომპანიამ გაიმარჯვა და სადგურის მშენებლობას უახლოეს ხანში დაიწყებს“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განმარტებით, მეტროსადგურის მშენებლობა მისი დაწყებიდან 24 თვეში უნდა დასრულდეს.
„სიახლეა თბილისის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით – არის ესპანური კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და უახლოეს პერიოდში მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა დაიწყება. ეს სადგური საგრძნობლად განტვირთავს ქალაქებს, საცობებს. მშენებლობა დაწყებიდან 24-თვიან ვადაში უნდა დამთავრდეს. „ვაჟა – ფშაველასა“ „უნივერსიტეტის“ გვირაბის დამთავრების შემდეგ იქვე დაიწყება მეორე გვირაბის შემოსავლელი გზის მშენებლობაც“,- აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები