რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების მიზნით მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება, – ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო დეპარტამენტიდან აცნობეს.
დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები