მწერალი თამაზ ექვთიმიშვილი გარდაიცვალა

თამაზ ექვთიმიშვილი 1956 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1977 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.
მუშაობდა ქიმიის ინსტიტუტში. იბეჭდებოდა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, გაზეთ „პარნასში“, ჟურნალ „მნათობსა“ და „ცისკარში“.
1985 წელს დაწერა პირველი ნაწარმოები, მოთხრობა „ამპუტაცია“.
მწერლის ნოველა „ერთხელ დავკალი მამალი“ ექვსჯერ დაიბეჭდა, მათ შორის რუსულად და ბოლოს ბრაილის შრიფტით. 2004 წელს ეს ნოველა შევიდა კრებულში „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“. იგი არის აგრეთვე ავტორი რომანის: „აქ, იმ ქალაქში“, პროზაული კრებულის: „მოწმე“.
2011 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი – წლის საუკეთესო პიესა „პუანტები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები