ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავლები მომრავლდნენ

ქუთაისში ქვეწარმავლების სიმრავლე აწუხებთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. სტატისტიკის მიხედვით, ცხელ ხაზზე ყველაზე მეტი გამოძახება ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან ფიქსირდება, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დაჭაობებულია მიწა და მოსათიბი ბალახი, რაც გველებისა და ბაყაყების სიმრვლეს იწვევს. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას და შესაბამისი ზომების გატარებას ითხოვს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა ქვეწარმავლები ქუთაისის სხვა უბნებშიც მომრავლდა. რამდენიმე კვირის წინ 7 წლის გოგონა საკუთარ სახლში საწოლში გველმა დაკბინა. შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.

ქალაქის მერიის შესაბამის სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე ცხელ ხაზზე 60 ზარი დაფიქსირდა.

ქუთაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პარლამენტის ბალანსზეა და მის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოს აქვს.

წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები