29 ივლისი
09:30
სასტუმრო “რუმსში”, კოალიცია თანასწორობისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ერთი წლის მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს. მისამართი: კოსტავას 4
10:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება
10:30
მოსამართლე დალი მეტრეველის მიერ გუშინ სასამართლო სხდომიდან გათავისუფლებული ფილიპე ბაბაიანი და არტურ ოგანეზოვი, ადვოკატ ლექსო კობაიძესთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. ბაბიანსა და ოგანეზოვს გუშინ აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა, გირაოთი შეეცვალათ. თემა: სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულთა მოთხოვნები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565
11:00
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სპორტის საზოგადოების თავმჯდომარე ბექა სამუშია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფეხბურთის ფედერაციაში არსებული პრობლემები.მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
11:00
ვარაზისხევის ასახვევთან, ზოოპარკის ქვედა მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც კომპანიის რისკების მართვის დირექტორი ირაკლი დვალი საგანგებო განცხადებას გაავრცელებს. საკონტაქტო პირი: თინათინ სტამბოლიშვილი 591 19 42 42
11:00
“დევნილთა პარტია” პარტიის ოფისის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის 2; საკონტაქტო ნომერი: ქეთი 598 32 82 09
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, აკადემიური ჟესტური ენის განვითარებისათვის განხორციელებულ სამუშაოებს სპეციალისტები შეაჯამებენ, აქვე ვებ-გვერდის SignWiki-ის პრეზენტაცია გაიმართება. შეხვედრას მინისტრი თამარ სანიკიძე წარუძღვება. მისამართი: უზნაძის 52
11:00
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას პრესკონფერენცია გაიმართება.
11:30
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პორტალ “კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
12:00
სოფიო ხორგუანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურში, რომელიც ხორგუანმა სასჯელთაღსრულების სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის წინააღმდეგ დღეს შეიტანა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565
12:30
“პირველ პრესკლუბში” “დემოგრაფიული განვითარების ფონდის” თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე, მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სემეკის გადაწყვეტილება, თბილისი 2015-ის გავლენა ლარის კურსზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა გაიხსნება, დროებითი საგამოფენო დარბაზი გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი დაესწრებიან.