სოზარ სუბარმა მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა.
სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 28 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელი ფართი 2016 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
საწყის ეტაპზე ორი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.