უწმინდესი უკვე სამშობლოშია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დაბრუნდა.
ამის შესახებ „კვირას“ საპატრიარქოს წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ განუცხადა.
პატრიარქი საქართველოში დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოფრინდა და სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდა, სადაც მრევლი დალოცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწმინდესს სასულიერო პირები და მონაზვნები დახვდნენ.
უწმინდესი და უნეტარესი უცხოეთში სამკურნალოდ 14 ივლისს გაემგზავრა. მას გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა.