ხანძარი თბილისში – ლოტკინის დასახლებაში ბალახი და საბურავები იწვის

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ხანძარია. აღნიშნულ ადგილას ბალახი და საბურავები იწვის.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია, კერძოდ, მოსახლემ ეზოში ცეცხლი დაანთო, შემდეგ კი ბალახზე და საბურავებზე გავრცელდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ ადგილას 5 საძანძრო ბრიგადაა გასული. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები