მკურნალობის შემდეგ ილია მეორე სამშობლოში დღეს დაბრუნდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამშობლოში დღეს ბრუნდება.
ამის შესახებ „კვირას“ საპატრიარქოს წარმომადგენელმა სოსო ტყებუჩავამ განუცხადა. პატრიარქი საქართველოში 16:00 საათზე ჩამოფრინდება და სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდება, სადაც მრევლს დალოცავს.
უწმინდესი და უნეტარესი უცხოეთში სამკურნალოდ 14 ივლისს გაემგზავრა. მას გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა.
ოფიციალური ინფორმაციით, კორონოგრაფიული გამოკვლევით გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო დამატებით ინვაზიური სამკურნალო ჩარევა გულის სისხლძარღვზე. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა.