გიორგი ქადაგიძე: სავალუტო შემოდინებების გაზრდის გარეშე ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევა შეუძლებელია
სავალუტო შემოდინებების გაზრდის გარეშე ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევა შეუძლებელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.
გიორგი ქადაგიძის თქმით, ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია.
“ჩვენი დღევანდელი ინფლაცია არის სამიზნე ნიშნულზე უფრო ქვევით. ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეებს ვერ ვხედავთ, ვინაიდან მსოფლიოს ბაზარზე პრაქტიკულად ყველა ძირითად სასაქონლე ჯგუფებზე ფასები შემცირებულია. კერძოდ, ხორბალზე, შაქარზე, ნავთობზე და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითად მოქმედებს, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია იმ კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების გაზრდას. სავალუტო შემოდინებების გაზრდის გარეშე ეკონომიკური განვითარების სასურველი დონის მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.