მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ავარიას 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა

მცხეთის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას თელავში მცხოვრები მე-10 კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.
ის თბილისიდან ხევსურეთში მიდიოდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი გაზგასამართ სადგურზე გაჩერდა, მგზავრები მანქანიდან ჩამოვიდნენ, მოზარდი კი გზის პირას იდგა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
გარდაცვლილი სახლში გადაასვენეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 4 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები