ზოგადი უნარების შედეგები დღეს გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეიდან დაიწყება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განაცხადა, ზოგადი უნარების ტესტები წელს 38 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ ჩააბარა.
მისივე თქმით, აღნიშნული ტესტის პასუხი დღეს 12 საათის შემდეგ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
„12 საათის შემდეგ დღის განმავლობაში გამოქვეყნდება ტესტირების შედეგები. ამ ტესტირებაში 38 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი ამ გამოცდას. ძალიან მნიშნელოვანი გამოცდაა როგორც საგრანტო კონკურსისთვის, ასევე სხვადასხვა ფაკულტეტზე ჩასარიცხად“,-განაცხადა სოფო დოლიძემ.
ასევე დღესვე გამოქვეყნდება გამოცდების სტატისტიკური ანალიზიც, მათ შორის ისიც, თუ რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა გამოცდებზე. შედეგების გაგება აბიტურიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები