კახეთში გაჩერებულ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი “მერსედესის” შეჯახების გამო გარდაიცვალა

კახეთში, გურჯაანი-აფენის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, “მერსედესის” ფირმის ავტომობილი გაჩერებულ ჯიპს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაჩერებული ავტომობილი გადაბრუნდა და მასში მჯდომი 55 წლის ადამიანი დაიღუპა. “მერსედესის” მძღოლი სხეულის დაზიანებით გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები