ისნის მეტროში 4 წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი მოყვა

თბილისში, ისნის მეტროპოლიტენში ოთხი წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი მოყვა. როგორც „კვირას“ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მცირეწლოვანს ფეხის ქვედა ნაწილი აქვს დაზიანებული.
მათივე თქმით, დაზარალებულ ბავშვს სასწრაფომ ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

„ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის იაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაგვყავს“, – აცხადებენ სასწრაფოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები