ქიბარ ხალვაში ზურაბ ადეიშვილის „სკაიპით“ დაპატიმრებას ითხოვს

 ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში იუსტიციის ყოფილი მინისტრის – ზურაბ ადეიშვილის დაკავებას ითხოვს, – ამ განცხადებით ხალვაში „თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე დაცვის მხარის დასაკითხ მოწმეთა სიაში ადეიშვილის „სკაიპით“ დაკითხვის თემას გამოეხმაურა.
„ამბობენ, რომ „სკაიპით“ დაკითხვა შეიძლება, ნოტარიუსს შეუძლია „სკაიპით“ მინდობილობა გასცეს, „სკაიპით“ პასპორტიც შეგიძლია აიღო, ქეიფი შეიძლება მიჯახუნებით და ეს ნაძირალა „სკაიპით“ რომ დავაპატიმროთ, არ გამოვა?“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქიბარ ხალვაში. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის უნგრეთიდან „სკაიპით“ დაკითხვა ადვოკატმა გიზო უგულავამ მოითხოვა.

1596490_718426004846562_1650692250_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები