„მთავარი პროკურორის მოხსნა-დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია“
მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესებისა და მისი გათავისუფლების საკითხი, ეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს იმ პირობით მიიღებს, რომ სექტემბერში მასზე მუშაობა დასრულდება. “ჩემთვის მოულოდნელად აღმოჩნდა ის, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესებისა და მისი გათავისუფლების საკითხი, ეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროგრამის ნაწილია. მაისის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს უნდა გაკეთდეს”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.