ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, კრისტიან ურსესს შეხვდა.
შეხვედრისას ერთ-ერთი მთავარი თემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები