უნგრეთში, 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს – ფოტოკოლაჟი

უნგრეთში „დუნაის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე პატივი მიაგეს 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ძველი უნგრული კულტურის მეგობრების გაერთიანებამ“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაერთიანების გენერალურმა მდივანმა, ლასლო ბოტამ, 13 ივნისს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა. ლასლო ბოტამ ასევე საქართველოსა და მის უძველეს კულტურაზე გაამახვილა ყურადაღება.
საქართველოს საელჩოს სახელით მდინარეში გვირგვინის ჩაშვების ცერემონიალი გაიმართა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით საქართველოს დედაქალაქში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიებისას, რომელიც ყოველწლიურად იმართება, პატივს მიაგებენ წყალში და წყალდიდობების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

11728947_10152902939405899_4262654881173050822_o

11754485_10152902939545899_7984095705559300585_o

11782534_10152902939435899_1979066254060043746_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები