„ბი-ბი-სი“: ქართველ დეპუტატს EBRD-ი ბორდელში აერია

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს სოსო ჯაჭვლიანს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბორდელში აერია. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ჯაჭვლიანმა ოპოზიციონერი დეპუტატის ეკა ხერხეულიძის განცხადება იმის შესახებ, რომ ჯაჭვლიანმა სხდომა EBRD-ის კონფერენციაზე ყოფნის გამო გააცდინა, პირად შეურაცხყოფად მიიღო. მედიასაშუალება წერს, რომ უმრავლესობის წევრმა ხერხეულიძე მისი ოჯახის დანგრევის მცდელობაში დაადანაშაულა.
სოსო ჯაჭვლიანი გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მის განცხადებას არაერთი შეფასება მოჰყვა.
„ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი „იბიარდზე“ იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარდზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ „ნაიბიარდები“ ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა სესიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები