25 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით მტკვარში გადახტა

გუშინ, გვიან ღამით 25 წლამდე მამაკაცი მტკვარში გადახტა. არსებული ინფორმაციით, ის ნასვამი იყო და მდინარეში მეგობრებთან კამათის შემდეგ გადახტა.
მამაკაცი მტკვრიდან სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით ამოიყვანეს. მას ადგილზევე პირველადი სასწრაფო – სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნული შემთხვევა ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები