გიგლა აგულაშვილი დასუფთავების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნარჩენების მართვის კოდექსის ფარგლებში, პრემიერის ინიციატივას: „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ აგრძელებს.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, სადაც მდინარე მტკვრის კალაპოტის დასუფთავების აქციაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაერთო.
36 კმ-ნი მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
კამპანიის: „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მაქსიმალური ჩართულობა გარემოსდაცვით აქციებში.
შეგახსენებეთ, რომ კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა. ჯარიმების ოდენობა 80-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები