ხობში 5 წლის ბიჭი გააუპატიურეს
სამეგრელოში, ხობში 5 წლის ბიჭი გააუპატიურეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი დაცვის პოლიციის თანამშრომელმა გააუპატიურა. თუმცა, როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პიროვნება დაცვის პოლიციის თანამშრომელი არაა, ხოლო მოზარდის გაუპატიურების ფაქტი კი დადასტურდა.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით მიმდინარეობს.