ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ძიუდოისტებს შეხვდა.
როგორც „კვირას“ პრემიერ მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხვალ ქართველი სპორტსმენები იაპონიაში მიემგზავრებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ სპორტულ ასპასრეზზე წარმატებები უსურვა. „დღეს შევხვდი ქართველ ძიუდოისტებს – ევროპის 3-გზის და მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ჭრიკიშვილს და ევროპის 2-გზის ჩემპიონს ვარლამ ლიპარტელიანს, რომელსაც მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. ბიჭები ხვალ სპორტულ შეკრებაზე იაპონიაში მიემგზავრებიან და რაც მთავარია, ისინი ემზადებიან წლის უმთავრესი შეჯიბრებისთვის, მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 24-30 აგვისტოს ასტანაში გაიმართება. წარმატებები ჩვენს საამაყო სპორტსმენებს. იმედი მაქვს, ყველა ერთად ვიზეიმებთ მათ გამარჯვებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები