პრეზიდენტი საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს რამაზან–ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს რამაზან–ბაირამი მიულოცა.
პრეზიდენტმა მათ, ბედნიერება, კეთილდღეობა და სულიერი სიმშვიდე უსურვა.
„ გულითადად გილოცავთ რამაზან–ბაირამის – უფლისადმი ვალის მოხდის, მოთმინების, სულიერი განწმენდის, ურთიერთთანადგომის უდიდეს დღესასწაულს, ყველაზე ძვირფას დღეს თითოეული თქვენგანისთვის. მუსლიმი თემი მრავალეროვნული ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. თქვენი გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობაში. თქვენი სიხარული – თითოეული ჩვენგანის სიხარულია. ვუერთდები თქვენს ზეიმს და ბედნიერებას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს’’, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.