თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
“თელასის” ცნობით, მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიუმას, პუშკინის და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი – კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის, ხევის, ყიფიანის, ჭონქაძის, ბოტანიკის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ, ხოლი 11:00 საათიდან 15:0 საათამდე – ზაქარაიას, თიგიშვილის, ნოსტეს, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხებათ. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ელექტოენერგია არ მიეწოდებათ გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების და შენგელიას ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ფონიჭალის დასახლებისა და სურგულაძის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხებათ.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს მცხოვრებლებს შეეხებათ, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი – ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს და უცნობის ქუჩის მცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ოცხელის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს შეუწყდებათ.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გელოვანის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ფარნავაზის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, დიდგორის, იასამნის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე – დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელ დიღმის, ნუცუბიძის, ძოწენიძის, გამრეკელის, გურიელის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, ბარნოვის, შანიძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეეხებათ.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, შერვაშიძის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III მიკრორაიონის და რობაქიძის გამზირის მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები