ირაკლი ღარიბაშვილმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნა გაითვალისწინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა პროდუქციის მარკირების ვადის გადაწევის თხოვნით მიმართეს. როგორც “კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა პროექტი, რომლის თანახმად, გაზიანი, მინერალური და მტკნარი წყლების მარკირება, 1-ლი სექტემბრიდან სავალდებულო ხდებოდა. კომპანიებმა პრემიერ-მინისტრს, ზაფხულის სეზონისა და მარკირებისთვის საჭირო აპარატურის განთავსების სირთულის გათვალისწინებით, მარკირების ამოქმედების თარიღის გადაწევის თხოვნით მიმართეს. პრემიერ-მინისტრი ითვალისწინებს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნას და ფინანსთა მინისტრს ავალებს, პროდუქციის სავალდებულო მარკირება 2015 წლის 1-ელ ნოემბრამდე გადავადდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები